- ,,ემიგრანტები"
- პროექტის მთავარი თემა:
ემიგრაცია
ემიგრაციის გამომწვევი მიზეზები
სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანების განცდები
3. პროექტის აქტუალობა: ემინგრანტი ქართველების ცხოვრების გაცნობა, მათთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი მხარეების გაცნობიერება
სამშობლოში დარჩენილი ოჯახის წევრების მდგომარეობა
4. პროექტის მიზნები:
- გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარჩვევების განვითარება
- გამოკითხვის ჩატარება
- ინტერვიუს აღება ინტერნეტის საშუალებით
5. მონაწილეთა ასაკი: 10 კლასი
6. ვადების ხანგრძლივობა: 3 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
- პრეზენტაცია
- ბიოგრაფიები
- ინტერვიუები
- ფოტოებისა და ნახატების გამოფენა
- მოძიებული მასალების ბლოგზე გამოქვეყნება
8. პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:
- ფორმატისა და თაბახის ფურცლები
- ფლომასტერი, მარკერი, ფანქარი, პასტა
- კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი და საჭირო ლიტერატურა
9. პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებისათვის იდეის გაცნობა
ამ თემასთან დაკავშირებული მოსწავლეებისათვის აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება
ორგანიზაციული საკითხები(ჯგუფების შექმნა, ფუნქციების განაწილება, კონკრეტული დავალების მიცემა)
მუშაობის დაწყება
კლასს ვყოფ სამ ჯგუფად. პირველი ჯგუფი იმუშავებს თემაზე ,,ემიგრაცია და მისი გამომწვევი მიზეზები"' ,ამის ირგვლივ აკეთებენ პრეზენტაციას.
მეორე ჯგუფი მუშაობს თემაზე,, სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანები და მათი განცდები". ეს ჯგუფი აკეთებს საინტერესო ისტორიების მიხედვით მოთხრობებს, ჩანახატებს, აკეთებენ კედლის გაზეთს
მესამე ჯგუფი. ,,ქართული მენტალიტეტი და უცხოეთი". ინტერნეტში მოიძიებენ ემიგრანტების რაოდენობას. ფილმის ჩვენება ,,ემიგრანტები" და მისი განხილვა
პროექტის შეფასება
ინფორმაციის მოძიება და მისი ორგანიზება. მსჯელობა, წერითი სამუშაო, პრეზენტაციის უნარი, ზეპირი პრეზენტაცია
10. საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული , ისტორია, გეოგრაფია, ისტ.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ელისაბედ ჯერენაშვილი.
საინტერესოა. წარმატებებს გისურვებთ!
ReplyDelete